იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ფოტოკონკურსი

   20 აპრილიდან გამოცხადდა  ფოტოკონკურსი, რომელიც   ძალების მოსასინჯად საუკეთესო შესაძლებლობაა მოყვარული ფოტოგრაფების, მათ შორის სტუდენტებისთვის.

კონკურსის თემატიკა:

  •        ქალაქების განვითარების პოლიტიკა;
  •        საქართველოს ევროპული პერსპექტივა;
  •         თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა.

კონკურსის საპრიზო ფონდი გათვალისწინებულია 24 მონაწილეზე.

§  აქედან 3 გამარჯვებულს თანაბრად დაუფინანსდება 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემა 1000 ლარი.

 

§  მეოთხე გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ორგანიზატორი, კომპანია „ანაგი“, რომელიც თავის რჩეულს გადასცემს პრიზს,საგზურს ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში.

 

§  20 გამარჯვებული კი facebook like-ბის მიხედვით შეირჩევა, რომელთა ფოტოების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება პროექტისდახურვისას. გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

 

 

         დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: ინფორმაცია ფოტოკონკურსის შესახებ  , ფოტო

 
მნახველთა რაოდენობა: 9179
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.