პიესების კონკურსი მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ

მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, აცხადებს პიესების კონკურსს მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ. კონკურსი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის- „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ -ფარგლებში.

    პიესების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20-35 წლის ახალგაზრდებს.     კონკურსის მიზანია  საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა, დრამატურგიასა და თეატრში საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა და სპექტაკლების შექმნა, ახალგაზრდა და ჯერ კიდევ უცნობი დრამატურგების  გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა.

   კონკურსის მონაწილეებს ევალებათ, შექმნან ერთ ან ორმოქმედებიანი პიესა მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

     გამარჯვებული კონკურსანტი დაჯილდოვდება პრემიით- 2 600 ლარის ოდენობით (პრემია მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს).

    კონკურსის მონაწილეებმა ნაწარმოებები უნდა გაგზავნოთ ელექტრონულად (MS word დოკუმენტით), მეილზე: writershousegeo@gmail.com 2020 წლის 10  დეკემბრამდე.

     კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 3 წევრისაგან შედგება,  განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და 2020 წლის17 დეკემბერს  გამოავლენს კონკურსის ერთ გამარჯვებულს.

      პირობების და მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საკონკურსო ნაწარმოები არ განიხილება.

     კონკურსის დეტალური პირობები,  აუცილებელი მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ტანდართულ ფაილში:

 
მნახველთა რაოდენობა: 352
 
 
 
 
    2021 იანვარი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.