იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

განცხადება

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 29 მაისს აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 

          სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი

   ეკონომიკის მიმართულება

   პროფესორის    1  საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

·      ავტობიოგრაფია (CV)

·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·      2(ორი) ფოტოსურათი

·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

 

მოთხოვნები:

) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

·      მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;

·   უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;

·  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);

· ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;

·  წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);

              

·სადოქტორო/სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა/პუბლიკაცია საერთშორისო ინდექსირებულ  (Peer Reviewed) ან იმაქტ აქტორიან (Impact Factor) სამეცნიერო ჟურნალში/მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით/ სგანმანათლებლო პროექტში;

·         დარგის განვითარების კონცეფცია.

      

კონკურსანტს კომპეტენტურობის დასადგენად დამატებით შეუძლია წარმოადგინოს

ინფორმაცია საკონკურსო  ვადაში  განხორციელებული შემდეგი აქტივობების შესახებ:

·       აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა;

     საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა/რეცენზენტობა (ოპონირება);

·       სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

·       დარგთან დაკავშირებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;

·       პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებულ  სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა;

·         დარგთან დაკავშირებულ სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა;

·         გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი;

·       წაკითხული სალექციო კურსების ჩამონათვალი (დამოწმებული პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);

·       პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებული მონოგრაფიის/სახელმძღვანელოს/სალექციო კურსის/რიდერის/ბროშურის ავტორობა; რედაქტორობა/ რეცენზენტობა;

·       სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის/სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს წევრობა; სტატიის რეცენზირება;

·      პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ/კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობა (დადასტურებული სერტიფიკატით ან ცნობით);

·      ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/ წარმომადგენლობითი/ სადისერტაციო საბჭოების, აგრეთვე, დარგობრივი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიების/ასოციაციების/ საზოგადოების წევრობა;

·      პროფესიულ საქმიანობაში/დარგში ტრენერობა/ექსპერტობა;

·      დარგთან დაკავშირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;

·      ახალი სასწავლო კურსის დანერგვა;

·      სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება-ჩატარება

·      პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური წახალისებები (მადლობა/ჯილდო/პრემია/საპატიო წოდება/ორდენი).

·      ციტირების ინდექსი

1.        კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

2.        კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2020 წლის 30 ივნისს და დასრულდება 2020 წლის 6 ივლისს;

3.        კონკურსისათვის აუცილებელი საბუთები კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს ყოველ დღე,   შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე. (უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული, ოთახი N39); ახალ covid-19 ვირუსის პრევენციის, ან სხვა შეზღუდვების გამო, შესაძლებელია საკონკურსო საბუთები დასკანერებული ფორმით გადაეგზავნოს უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს (ქ. ხმალაძე) მის სამსახურებრივ   ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge).   

4.        კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრ 2020  წლის  9 ივლისი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5887