იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-11 ნაკადი

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის

მე-11 ნაკადს.  სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების   კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის შესახებ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებაში,  ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.   მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით.  

  სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლოპროგრამის ფარგლებში, მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B"

(81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის

დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს წერილობითი

თანხმობა, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

   დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: (+995 32) 2197755.

    

  იხილეთ თანდართული ფაილები:  დანართი – 1  დანართი – 2 

 
მნახველთა რაოდენობა: 6228