იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თსს აკადემიის სამეცნიერო კონფერენცია

თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტარდება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: ძველი, ახალი და თანამედროვე ხელოვნება, რესტავრაცია/კონსერვაცია, ხელოვნების მენეჯმენტი და კულტუროლოგია.

 კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიურ პერსონალს, მეცნიერ-თანამშრომლებს, მასწავლებლებს, მოწვეულ პედაგოგებს, ასევე აკრედიტირებული უნივერსიტეტების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.

   რეგლამენტი  მოხსენებისთვის – 20 წუთი; მოხსენების შემდგომი მსჯელობისთვის – 10 წუთი.
  გთხოვთ, მოხსენების სათაური წარმოადგინოთ 1 მაისამდე!

 სტუდენტებმა, გთხოვთ, მიუთითოთ ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი.

  კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გამოსაქვეყნებლად გადაცემული) ან სხვა კონფერენციაზე წაკითხული (წასაკითხად წარდგენილი).

  მოხსენებები დაიბეჭდება თსს აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში ACADEMIA.

სტუდენტების მოხსენებები გამოქვეყნდება ელექტრონულ ჟურნალში „არტი და ტექსტი“
www.artandtext.ge

საკონტაქტო პირი:
სალომე ყავლაშვილი - მობ.: 595 284 207; 
დეკანატი: 2 999 216
E‐mail: salome.kavlashvili@art.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 6030
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'