სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №122/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი №15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის“ შესახებ დებულების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისს და აკადემიური საბჭოს 2018 წლის 16 მარტის №14 საოქმო დადგენილების საფუძველზე, აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე წლის 16 მარტს შემდეგ ფაკულტეტზე:
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი
ეკონომიკის მიმართულება
- პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- ავტობიოგრაფია (CV)
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- 2 (ორი) ფოტოსურათი
- სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები:
ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა (დარგთან შესაბამისად);
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
- წასაკითხად შემოთავაზებული სამი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
- სადოქტორო/სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა/ საერთშორისო ინდექსირებულ (Peer revieuc) ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება/საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით/სამეცნიერო–სასწავლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა;
- დარგის განვითარების კონცეფცია სწავლების სამივე საფეხურზე.
პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს იმყოფებოდეს მინიმუმ კვირაში 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.
კონკურსანტმა კომპეტენტურობის დასადგენად დამატებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი აქტივობების შესახებ:
- მოქმედი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა;
- საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა/რეცენზენტობა (ოპონირება);
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
- დარგთან დაკავშირებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;
- პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამეცნიერო- კვლევით/სამეცნიერო–სასწავლო/სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა;
- დარგთან დაკავშირებული საგანმანათლებლო–კვლევითი პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;
- დარგთან დაკავშირებულ სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წაკითხული ლექციების ჩამონათვალი
(დამოწმებული პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
- პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებული მონოგრაფიის/ სახელმძღვანელოს/სალექციო კურსის/რიდერის/ბროშურის ავტორობა; რედაქტორობა/რეცენზენტობა;
- სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის/სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს წევრობა; სტატიის რეცენზირება;
- პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ/კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობა (დადასტურებული სერტიფიკატით ან ცნობით);
- ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/ წარმომადგენლობითი/ სადისერტაციო საბჭოების, აგრეთვე, დარგობრივი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიების/ასოციაციების/ საზოგადოების წევრობა;
- პროფესიულ საქმიანობაში/დარგში ტრენერობა/ექსპერტობა;
- დარგთან დაკავშირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტში განხორციელებული სასწავლო/სამეცნიერო ინოვაცია (რომელსაც არ ითვალისწინებდა დაკავებული თანამდებობით განსაზღვრული საქმიანობის წესი/დებულება);
- პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური წახალისებები (მადლობა/ჯილდო/პრემია/საპატიო წოდება/ორდენი).
ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი)
- კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი №15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
- კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყოს 2018 წლის 16 აპრილს და დასრულდეს 2018 წლის 23 აპრილს;
- საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე
# 39-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე;
4. კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2018 წლის 30 აპრილი;
ვებგვერდი www.tesau.edu.ge
ელ.ფოსტა info@tesau.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.