სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე და 35-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N 122/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 26-ე და 27-ე მუხლების, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი №15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის“ შესახებ დებულების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ფაკულტეტების დეკანების სამსახურებრივი ბარათების და აკადემიური საბჭოს 2017 წლის 19 დეკემბრის №8 საოქმო დადგენილების საფუძველზე, აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად მიმდინარე წლის 19 დეკემბერს შემდეგ ფაკულტეტებზე:
1.1. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
ა) პედაგოგიკის მიმართულება
- პროფესორის ორ საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით
- ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით
- ასისტენტ-პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე 4 (ოთხი) წლის ვადით
ბ) ფსიქოლოგიის მიმართულება
- ასოცირებული პროფესორის ორ საშტატო ერთეუზე 3 (სამი) წლის ვადით
- ასისტენტ-პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე 3(სამი) წლის ვადით
გ) მათემატიკის სწავლების მეთოდიკის მიმართულება
- პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით
დ) ქართული ენის სწავლების მეთოდიკის მიმართულება
- ასისტენტის ერთ საშტატო ერთეულზე 4 (ოთხი) წლის ვადით
ე) ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის მიმართულება
- ასისტენტ-პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე 4 (ოთხი) წლის ვადით
1.2.ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
ინფორმაციულიტექნოლოგიების მიმართულება
- ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე 5 (ხუთი) წლის ვადით
1.3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ინგლისურიენისმიმართულება
- ასისტენტ-პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე 4 (ოთხი) წლის ვადით
1.4.სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი
აკადემიურიწერა
- ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე5 (ხუთი) წლის
ეკონომიკისმიმართულება
- ასისტენტის ერთ საშტატო ერთეულზე 4 (ოთხი) წლის ვადით
1.5.აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
აგრონომიისმიმართულება
- პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- ავტობიოგრაფია (CV)
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- 2(ორი) ფოტოსურათი
- სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები:
ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა (დარგთან შესაბამისად);
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
- წასაკითხად შემოთავაზებული სამი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
- სადოქტორო/სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა/ საერთშორისო ინდექსირებულ (Peer revieuc) ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება/საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით/ სამეცნიერო–სასწავლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა;
- დარგის განვითარების კონცეფცია სწავლების სამივე საფეხურზე.
პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს იმყოფებოდეს მინიმუმ კვირაში 3(სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- მინიმუმ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია/ კონგრესი/სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
- წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
- დარგის განვითარების კონცეფცია სწავლების მინიმუმ ორ საფეხურზე.
ასოცირებული პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს
იმყოფებოდეს მინიმუმ კვირაში 4(ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში. საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.
გ)ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- მინიმუმ 2 (ორი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია/ კონგრესი/სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ერთი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
- წასაკითხად შემოთავაზებული ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომელიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
- დარგის განვითარების კონცეფცია სწავლების მინიმუმ ორ საფეხურზე.
ასისტენტ–პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს იმყოფებოდეს მინიმუმ კვირაში 4(ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში. საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.
დ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის დოქტორანტობა;
- რეკომენდაცია შესაბამის დარგში მოღვაწე ერთი მეცნიერისაგან.
კონკურსანტმა კომპეტენტურობის დასადგენად დამატებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი აქტივობების შესახებ:
- მოქმედი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა;
- საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა/რეცენზენტობა (ოპონირება);
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
- დარგთან დაკავშირებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;
-
- პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამეცნიერო- კვლევით/სამეცნიერო–სასწავლო/სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა;
- დარგთან დაკავშირებული საგანმანათლებლო–კვლევითი პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;
- დარგთან დაკავშირებულ სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი;
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წაკითხული ლექციების ჩამონათვალი
-
(დამოწმებული პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
- პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებული მონოგრაფიის/ სახელმძღვანელოს/სალექციო კურსის/რიდერის/ბროშურის ავტორობა; რედაქტორობა/რეცენზენტობა;
- სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის/სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს წევრობა; სტატიის რეცენზირება;
- პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ/კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობა (დადასტურებული სერტიფიკატით ან ცნობით);
- ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/ წარმომადგენლობითი/ სადისერტაციო საბჭოების, აგრეთვე, დარგობრივი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიების/ასოციაციების/ საზოგადოების წევრობა;
-
- პროფესიულ საქმიანობაში/დარგში ტრენერობა/ექსპერტობა;
- დარგთან დაკავშირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტში განხორციელებული სასწავლო/სამეცნიერო ინოვაცია (რომელსაც არ ითვალისწინებდა დაკავებული თანამდებობით განსაზღვრული საქმიანობის წესი/დებულება);
- პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური წახალისებები (მადლობა/ჯილდო/პრემია/საპატიო წოდება/ორდენი).
-
ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი)
- კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
- კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 22 იანვარს და დასრულდება 2018 წლის 02 თებერვალს;
- საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 39-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე;
- კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრა 2018 წლის 05 თებერვალი;
ვებგვერდი www.tesau.edu.ge
ელ.ფოსტა info@tesau.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.