იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წარმომადგენლობითი საბჭო


წარმომადგენლობითი საბჭოს
დადგენილებები

2010-2011

ოქმი N1
29 სექტემბერი, 2010 წ.

1. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
დაადგინეს:

ა). საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნ. ჯაშიაშვილის 2010 წლის 24 სექტემბრის წარდგინების საფუძველზე, დამტკიცდეს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილება [დანართი 1, გვ. 2];
ბ). წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილება განისაზღვროს 4 წლის ვადით: 2010 წლის 29 სექტემბრიდან 2014 წლის 29 სექტემბრამდე.
2. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევის შესახებ.
დაადგინეს:

ა). სპიკერის თანამდებობაზე არჩეულ იქნეს სრული პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი [დანართი 2, გვ. 3];
ბ). ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ დიმიტრი შაშკინს “უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციაში გაატაროს პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი [დანართი 4, გვ. 1].
3. თესაუ-ს წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს:

ა). თესაუ-ს წესდებაში შესატანი ცვლილებები [დანართი 5, გვ. 3];
ბ). ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ დიმიტრი შაშკინს, თესაუ-ს წესდებაში შესატანი ცვლილებების დამტკიცება.
4. “საუნივერიტეტო და საფაკულტეტო მართვის ორგანოების არჩევის წესის შესახებ” დებულების განხილვა-დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქნეს დებულება – “საუნივერიტეტო და საფაკულტეტო მართვის ორგანოების არჩევის წესის შესახებ” [დანართი 6, გვ.19].

ოქმი N2
13 ოქტომბერი, 2010 წ.

1. წარმომადგენლობითი საბჭოს დარგობრივი კომისიების დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს:

დამტკიცდეს წარმომადგენლობითი საბჭოს დარგობრივი კომისიები თანდართული ფორმით ” [დანართი 1, გვ. 1] და განთავსდეს ვებ. გვერდზე.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს:

წარმომადგენლობითი საბჭოს დებულების პარაგრაფში – საბჭოს შემადგენლობა, მე-6 პუნქტს ჩაემატოს შემდეგი: სამზე მეტი სხდომის არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევაში საბჭოს მიერ მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება.
3. სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემაში შესატანი ცვლილების განხილვა (საკითხის დასმის წესით).
დაადგინეს:

ა). ეთხოვოს თესაუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, პროფ. დიანა მჭედლიშვილს, წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე შემუშავებული სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების პროექტი განსახილველად წარადგინოს აკადემიური საბჭოს სხდომაზე;
ბ). ეთხოვოს აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს 13 ოქტომბრის სხდომაზე შემუშავებული სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების პროექტი განიხილოს და დამტკიცების შემთხვევაში, დასვას საკითხი მისი მიმდინარე სემესტრში განხორციელების შესახებ.
4. უნივერსიტეტის თანამშრომელთა ხელფასების მომატების შესახებ (საკითხის დასმის წესით).
დაადგინეს:

საფინასო-საბიუჯეტო კომისიამ დამატებით შეისწავლოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მასალები თესაუ-ს შემოსავლებისა და გასავლების შესახებ.
ოქმი N3
8 ნოემბერი, 2010 წ.

1. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს:

ფარული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცებულ იქნეს ასოცირებული პროფესორი ჰამლეტ რაზმაძე.
2. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში კვების ბლოკისთვის ფართის გამოყოფის შესახებ.
დაადგინეს:

დამტკიცებულ იქნეს საკითხი უნივერსიტეტის I კორპუსის სარდაფში კვების ბლოკისათვის 65-კვ. მ. ფართის გამოყოფის შესახებ.
3. ინფორმაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის II და III კორპუსების ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფის შესახებ.
დაადგინეს:

ცნობად იქნეს მიღებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. ჰამლეტ რაზმაძის ინფორმაცია და დადებითად შეფასდეს საკითხი თესაუ-ს II და III კორპუსების ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფის შესახებ.
ოქმი N4
8 დეკემბერი, 2010 წ.
1. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის ანგარიში
/ნ. გელდიაშვილი, გ. ჭონიშვილი/.
დაადგინეს:

ა) დადებითად შეფასდეს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის ანგარიში.
ბ) ეთხოვოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასოც. პროფ. ჰ. რაზმაძეს, 2011 წლის ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინოს წარმომადგენლობითი საბჭოს საფინანსო საკითხთა კომისიის ანგარიშში წარმოდგენილი წინადადებები თანხების ოპტიმალურ გადანაწილებასთან დაკავშირებით.
გ) ეთხოვოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასოც. პროფ. ჰ. რაზმაძეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებზე პრემირების სახით გასცეს ერთი თვის დამატებითი ხელფასი.
დ) ეთხოვოს აკადემიურ საბჭოს განიხილოს ჯანდაცვის ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.