იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ტრენინგები დაინტერესებული პირებისათვის

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორიზონტი ევროპას საგრანტო ოფისი გთავაზობთ ტრენინგების მორიგ სერიას, რომლის მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჰორიზონტი ევროპას კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა, საერთაშორისო ხილვადობის გაზრდა და საერთაშორისო კვლევით კონსორციუმებში ჩართულობის გაძლიერება.

ტრენინგები მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას:

  1. ORCID პროფილის შექმნა და ოპტიმიზაცია საერთაშორისო პროფესიული ხილვადობის გასაზრდელად;
  2. ევროკომისიის დაფინანსებისა და ტენდერების პორტალის (Funding & Tenders Portal) გამოყენება ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით: კონკურსების მოძიება, მკვლევრის ინდივიდუალური პროფილის შექმნა და პარტნიორების ძიება;
  3. ჰორიზონტი ევროპას საპროექტო განაცხადის ფორმების მომზადების პრაქტიკული სწავლება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მე-2 კლასტერის - კულტურა, შემოქმედებითობა და ინკლუზიური საზოგადოება და ვაიდერას (WIDERA) მიმართულების კონკურსებზე.

გაიცემა სერტიფიკატები.

ტრენინგების ჩატარების თარიღი: 23, 24, 27 ივლისი - 12:00 საათი

ჩატარების ადგილი: ჰორიზონტი ევროპას საგრანტო ოფისი დამატებითი ინფორმაციისა და ტრენინგებზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ ჰორიზონტი ევროპას საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისს.

 
მნახველთა რაოდენობა: 50
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.