2024 წლის 6 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორიზონტი ევროპას საგრანტო ოფისის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი “საპროექტო განაცხადის ძირითადი კომპონენტები (Excellence, Impact and Implementation) და შეფასების კრიტერიუმები, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განაცხადის მომზადების მიმართულებით. ტრენინგს უძღვებოდა ოფისის კოორდინატორი, ასოც. პროფესორი ქეთევან შაშვიაშვილი.
შეხვედრა გახსნა რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფ. ნუნუ გელდიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებას საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. აგრეთვე, ხაზი გაუსვა ჰორიზონტი ევროპას, როგორც მეცნიერების განვითარების ხელშემწყობ უმიშვნელოვანეს პროგრამას.