იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს წარმომადგენელი დანიაში იმყოფებოდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორიზონტი ევროპას საგრანტო ოფისის კოორდინატორი - ასოც. პროფესორი ქეთევან შაშვიაშვილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა“ - წარმატებული აპლიკანტი გახდა.

პროგრამის ფარგლებში, შაშვიაშვილმა, 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, გაიარა კვლევის მენეჯერთათვის განკუთვნილი ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი დანიაში.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში , ქეთევან შაშვიაშვილი შეხვდა დანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და კვლევების სააგენტოს წარმომადგენლებს, DARMA-ს დამფუძნებლებს და ესტუმრა დანიის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებს როგორიცაა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, კოპენჰაგენის IT უნივერსიტეტი, არჰუსის უნივერსიტეტი, ალბორგისა და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტები და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლა - CBS.

შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა მეცნიერებისა და კვლევების მართვის დანიური მოდელი და სამეცნიერო ეკოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევები, დაფინანსების წყაროები და საერთაშორისო პარტნიორობის შესაძლებლობები; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დანიის უნივერსიტეტების გამოცდილებაზე „ჰორიზონტი ევროპას“ კონკურსებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ამ მიმართულებით, დანიელი კოლეგების მხრიდან გაზიარებულ იქნა საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

თესაუს წარმოამდგენელთან ერთად სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებიც (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ტექინფორმი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი).

 
მნახველთა რაოდენობა: 93
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.