იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ჰორიზონტი ევროპა“-ს საინფორმაციო შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ,,ჰოროზონტი-ევროპას’’ საგრანტო ოფისში, აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, დოქტორანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე "ჰორიზონტი - ევროპას" ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა დაფინანსების შემდეგ შესაძლებლობებზე ისაუბრეს: I სვეტიდან მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამები, II სვეტის კლასტერები და გაფართოების ჰორიზონტალური სვეტი (WIDENING).

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შედგენისა და დასაშვებ ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ნინო ინასარიძე, საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების კოორდინატორი ლევან კვარაცხელია და ეროვნული საკონტაქტო პირები, თეონა მაისურაძე, თამარ ბერბერაშვილი, ელენე ჩერქეზია და შორენა ბერიძე. შეხვედრა ,,ჰორიზონტი-ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის და თესაუს „ჰორიზონტი ევროპის“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ინიციატივით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3762
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'