თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეხი პროფესორები ესტუმრნენ

იაკო გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ. პროფესორები კატერინა რიგლოვა და იდა რაშოვსკა, უნივერსიტეტის რექტორს შალვა ჭკადუას და უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუმრებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, ღვინ ტურიზმისა და აგროტურიზმის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

ჩეხი პროფესორები, საქართველოში ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან. კატერინა რიგლოვა და იდა რაშოვსკა  თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში, ერთი კვირის განმავლბაში დარჩებიან და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით შეხვედრებს გამართავენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 1054
 
 
 
 
    2023 ოქტომბერი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2023 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.