თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
ონლაინ-ტრენინგი საერთაშორისო პროექტის (CISI) ფარგლებში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში ონლაინ-ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი, სახელწოდებით, ,,ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაცია ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის”, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პროექტის CISI ტრენერმა, შორენა ძამუკაშვილმა და განათლების მეცნიერებათა დოქტორმა, პროექტის CISI ინსტიტუციონალურმა მენეჯერმა, მაკა კოჭაურმა ჩაატარეს. შეხვედრას უნივერსიტეტის პარტნიორი საჯარო სკოლების სპეცმასწავლებლები ესწრებოდნენ. ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული საერთაშორისო პროექტი CISI „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად,“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სამი ახალი კურსი დაინერგა, ასევე, შემუშავდა ორი მოკლევადიანი ტრენინგი. პროექტის ძირითადი მიზანი, ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სკოლებში შშმ და სსმ პირთა სოციალური ჩართულობის გაზრდაა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1853
 
 
 
 
    2023 სექტემბერი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2023-9-31'