საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროექტის Smart Farming” –BSB-908 ფარგლებში

2022 წლის 11-14 ოქტომბერს კატერინში, საბერძნეთი გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის შავიი ზღვის აუზის პროექტის "შავი ზღვის აუზის ქვეყნების არეალში სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სექტორების ციფრული ტრანსფორმირების პირობების ერთობლივად მომზადება“- Smart Farming” –BSB-908 ფარგლებში.

კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე ხუთი შავი ზღვის აუზის ქვეყნის წარმომადგენლები: პიერიკი ანაფტიხიაკის განვითარების სააგენტო - პროექტის კორდინატორი, საბერძნეთი; ბიზნეს სააგენტოების ასოციაცია, ბულგარეთი; სომხეთის საწარმოების ფონდი, სომხეთი; გალატის დუნარეა დე ჟოს უნივერსიტეტი, რუმინეთი; ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი, მოლდოვა; მათ შორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პროექტში მოწვეული აგრარული მიმართულების ექსპერტები.

საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და წამყვანი ღვინის საქარმოები, ასევე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიები.

პროექტი მოიცავს ყვეყნის აგრარული სფეროს, უმარლესი და პროეფესიული განათლების განვითარებას და პოპულარიზაციას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

 
მნახველთა რაოდენობა: 333
 
 
 
 
    2022 დეკემბერი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2022 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.