იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
CISI-ის პროექტის ფარგლებში თესაუ-ს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი სტუმრობდა

2019 წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ევრო კომისიის მიერ თანადაფინანსებული საერთაშორისო პროექტი CISI (Curriculum Innovation for Social Inclusion)  „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად,“ რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით. 

პროექტის ფარგლებში ა.წ.  27 -28 მაისს, თელავის სახლმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი მონიკა სკურა, რომელმაც უნივერსიტეტის პარტნიორი სკოლოს სპეც. მასწავლებლებს ჩაუტარა სემინარები თემებზე:

  • აუტისტური სპექტრის მქონე სტუდენტების გაგება

  • ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის საფუძვლები

სემინარს ესწრებოდნენ სპეციალური მასწავლებლები თელავის N4, 5, 7 და 8 საჯარო სკოლებიდან.

სტუმარი ასევე ეწვია თელავის N7 საჯარო სკოლას, სადაც შეხვდა სკოლის დირექტორს ქ-ნ მაია სილაგაძეს. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და საჭიროებები. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6767
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'