იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ VITAGLOBAL-ის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
 ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის VITAGLOBAL-ის ფარგლებში როვირა ი ვირჯილის (ესპანეთის) უნივერსიტეტის პროფესორებმა ანტონიო რუსომ და ვინკა ვოლდარსკიმ (Antonio Russo and Vika Woldarsky) პროექტის ქართველი პარტნიორებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგი ჩატარდა 2022 წლის 8, 10,15 და 17 თებერვალს და განკუთვნილი იყო პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალისთვის. ტრენინგი ეხებოდა ღვინის ტურიზმის სასწავლო კურსის შემუშავებას თელავის უნივერსიტეტში, კერძოდ_ მევენახეობას, რომლის პილოტირებაც - მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაში 2022 წლის გაზაფხულის სემესტრისთვისაა დაგეგმილი.
ევროპელმა პროფესორებმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს, თავიანთ პროგრამაში უკვე დანერგილ, ღვინის ტურიზმის სასწავლო კურსზე დაშვების, დაფინანსების წესები და პროცედურები, კურსის შინაარსი, შეფასების მეთოდოლოგია და დავალების სახეები.
მათი პერსპექტივიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკის როლს და ადგილს კურსის განხორციელების პროცესში.
ტრენინგის ბოლოს განხილულ იქნა საუკეთესო სამაგისტრო დისერტაციები და ქართველი პროფესორების მიერ შემუშავებული კურსის სილაბუსი. მოცემული იქნა რეკომენდაციები და ის უცხოური ლიტერატურის სია, რაც აუცილებელია კურსის ინტერნაციონალიზაციისთვის.    პროექტი VITAGLOBAL ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტია, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის ინტერნაციონალიზაციას ითვალისწინებს. პროექტის წევრები ევროპელი პარტნიორების (ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია) გარდა, ლათინოამერიკის (არგენტინა, ჩილე და ურუგვაი) და სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტები არიან.
 
მნახველთა რაოდენობა: 7255
 
 
 
 
    2024 მარტი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.