თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე!
თესაუს წარმომადგენლები პროექტ RURD-ის მორიგ სამუშაო შეხვედრაში ჩაერთნენ

2021 წლის 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით   პროექტის RURD-ის მორიგ შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწოფო უნივერსიტეტმა, სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლეს.  შეხვედრაზე განხილულ იყო რეგიონულ რექტორთა კონფერენციის დებულების საბოლოო ვერსია, რომელსაც რეგიონული უნივერსიტეტების რექტორები ხელს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2021 წლის 9 ივლისს  მოაწერენ.  შეხვედრა ეროვნულ დონეზე  ჩატარდა და პირისპირ შეხვედრის ფორმატთან ერთად ონლაინ ჩართვებსაც მოიცავდა. არსებული რეგულაციების გამო ევროპელი პარტნიორები შეხვედრას  ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ. მათ   უკვე გაწეული სამუშაოსა და ჩატარებული ტრენინგების შეფასება გააკეთეს. შეხვედრაზე დაიგეგმა 2021 წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის ორგანოებთან ჩასატარებელი ტრენინგების გრაფიკიც.

 კოორდინატორმა უნივერსიტეტმა განიხილა პროექტის დისემინაციისა და ფინანსური ხარჯვის დოკუმენტი.

პროექტი ევროკომიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი  მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება; ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 314
 
 
 
 
    2021 აგვისტო
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.