თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის შემდეგ სპეციალობებზე!
ონლაინ ტრენინგები, საერთაშორისო პროექტი RURD-ის ფარგლებში

 ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  პროექტი RURD-ის ევროპელმა პარტნიორმა, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა, 2021 წლის 25, 26, 27 იანვარს და 4 თებერვალს,    ამავე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის ონლაინ ტრენინგები ჩაატარა. 

    სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის  წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გამოცდილება ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიული გეგმის შედგენის, ახალი პარტნიორების მოძიების და ზოგადად, ინსტიტუციის ინტერნაციონალიზაციის გზების ჩამოყალიბების შესახებ გაუზიარეს. 

     ტრენინგზე, ასევე, განიხილეს ორგანიზაციების მისიის, ხედვის და სტრატეგიული გეგმის საუკეთესო მაგალითები  და SWOT ანალიზისთვის საჭირო ყველა შესაძლო კითხვას უპასუხეს.

     ონლაინ სამუშაო შეხვედრის ბოლო დღე, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის გამოცდილებაზე დაყრდნობით, უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობის  გზების განხილვას დაეთმო. 

   პროექტის მიზანია რეგიონის განვითარებაში  რეგიონული  უნივერსიტეტების როლის გაძლიერება.   

    RURD-ის  ევროპლი პარტნიორები არიან: სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)  FH JOANNEUM გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია) , მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა),ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი (ლიეტუვა).

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოდან პროექტის პარტნიორები არიან:  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს სხვა უნივერსიტეტები.

      RURD-ის   სამთავრობო პარტნიორები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.  


 
მნახველთა რაოდენობა: 1021
 
 
 
 
    2021 მაისი
    1

    2

    3

    4

    5

    6

    7

    8

    9

    10

    11

    12

    13

    14

    15

    16

    17

    18

    19

    20

    21

    22

    23

    24

    25

    26

    27

    28

    29

    30

    31


    2021 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.