იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტში ტუშას უნივერსიტეტის პროფესორები იმყოფებიან

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის, ტუშას უნივერსიტეტის პროფესორები სტუმრობენ.

მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების მკვლევარების, ასოცირებული პროფესორის ანა კარბონის, სრული პროფესორის მარკო ესტისა და ასოცირებული პროფესორის რიტა ბიასის ვიზიტი Erasmus+ICM პროექტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

იტალიელი მეცნიერები უნივერსიტეტის რექტორს, შალვა ჭკადუას შეხვდნენ და ურთიერთანამშრომლობის დეტალები და შემდგომი პერსპექტივები განიხილეს.

სტუმრებმა შეხვედრები ჩაატარეს პროექტის მონაწილე სტუდენტებთან, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან.

პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა ტუშას უნივერსიტეტთან 2007 წლიდან დაიწყო. უცხოელი პროფესორები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 28 ივლისამდე დარჩებიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 4530
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'