იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო პროექტის DUGEOR-ის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტი ავსტრიაში

2023 წლის 14-18 მაისს  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო კორინთელი, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან შავაძე და აგრარულ მცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მანანა კევლიშვილი გრაცში (ავსტრია) იმყოფებოდნენ. მათ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის DUGEOR-ის ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი DUGEOR ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში დუალური სწავლების დანერგვისთვისაა შექმნილი. აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ავსტრიელმა კოლეგებმა ქართველ კოლეგებს  საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და შეახვედრეს პარტნიორებს, რომლებთანაც დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ (სიმენსი, Gosser Bruwery KNAPP, Zotter Schokolade). საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულები არიან ხარისხის განვითარების ევროვნული ცენტრი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. იგეგმება საკანონმდებლო  ცვლილებების შემუშავება დუალური განათლების ხელშეწყობისთვის.

პროექტის ფარგლებში,  2023 წლის ბოლომდე, დაგეგმილია  ორი სასწავლო ვიზიტი  გერმანიასა და სერბეთში.

 
მნახველთა რაოდენობა: 4207
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'