იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ვორქშოპი პროექტი VitaGLOBAL -ის ფარგლებში

  15 დეკემბერს,  პროგრამა Erasmus+ -ის პროექტი VitaGLOBAL -ის ფარგლებში, გაიმართა ვორქშოპი „უნივერსიტეტი-საწარმოს თანამშრომლობა: საქართველოს ქეისების განხილვა“ ("University - Industry Cooperation: Georgian Case Studies"). 

   ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით   გაიმართა. Covid-19 პანდემიის გამო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

    ვორქშოპში მონაწილეობა  თესაუ-ს, სტუ-სა და VitaGLOBAL პროექტში ჩართული სხვა პარტნიორი  უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს, როგორც ევროპიდან, ასევე, სამხრეთ ამერიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან. ღონისძიება  პროექტის (OBREAL) კოორდინატორი ორგანიზაციის პრეზიდენტმა, რამონ ტორენტმა  (ესპანეთი) გახსნა.  დისკუსიის დროს  უნივერსიტეტსა და  საწარმოს შორის ურთიერთობის  საკითხები,   თანამშრომლობის მნიშვნელობას ადგილობრივი განვითარებისათვის და ამ კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზი განიხილეს. კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი შეეხო საწარმოს ჩართულობის მნიშვნელობას უნივერსიტეტში მიმდინარე სწავლა/სწავლების პროცესში, კვლევით საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით.
    აღსანიშნავია, რომ პროექტი VitaGLOBAL  ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას, ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც  ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია.

  პროექტში, ევროპის უნივერსიტეტების გარდა, ჩართული არიან უნივერსიტეტები  სამხრეთ ამერიკიდან (ჩილე, ურუგვაი, არგენტინა) და სამხრეთ აფრიკიდან.

 
მნახველთა რაოდენობა: 12383
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'