იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა შავი ზღვის აუზის პროექტი BSB831 HERIPRENEURSHIP-ის ფარგლებში

21-22 დეკემბერს გაიმართა შავი ზღვის აუზის პროექტი BSB831 HERIPRENEURSHIP-ის შეხვედრა, რომელსაც პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების გარდა, პროექტით დაინტერესებული მხარეებიც დაესწრნენ.  პარტნიორებმა  შეხვედრაზე თავიანთი ორგანიზაციები წარადგინეს, პროექტის კოორდინატორმა კი, პროექტის პრეზენტაცია გამართა.  ღონისძიების მეორე დღე იუნესკოს მიერ დაცული ძეგლის (საბერძნეთი, ფილიპი) ვირტუალური ტურის შეთავაზებას დაეთმო. 

    შეხვედრაზევე ჩამოყალიბდა პროექტზე მომუშავე ხარისხის ჯგუფი  და დამკვირვებელი კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც გახდა. ღონისძიების ბოლოს პროექტის შემდგომი სამუშაოები დაიგეგმა.

    პროექტის სახელწოდებაა ,,გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება, იუნესკოს სიაში შემავალი ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა ტურიზმის სფეროსა და კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიაში შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე“ ( ,,BSB 831 HERIPRENEURSHIP - Establishing Long-Lasting Partnerships to Upgrade Heritage-Based Offers and Create New Investment Opportunities in Tourism and the Cultural and Creative Industries at UNESCO Designated Areas in The Black Sea Basin”).

   პროექტის პარტნიორები არიან: 

  1. კავალას განვითარების სააგენტო საბერძნეთი (DEVELOPMENT AGENCY OF KAVALA) ; 2. დანუბე შავი ზღვის უნივერსიტეტთა ფონდი რუმინეთი,(THE "DANUBE BLACK SEA" UNIVERSITY FOUNDATION); 3. ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ხელისუფლების კავშირი, ბულგარეთი( UNION OF BULGARIAN BLACK SEA LOCAL AUTHORITIES); 4. მოლდოვას ეროვნული ტურიზმის ასოციაცია, მოლდოვა (NATIONAL INBOUND TOURISM ASSOCIATION OF MOLDOVA ); 5. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი( საქართველო); 6. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის განვითარების სააგენტო  EASTERN BLACK SEA DEVELOPMENT AGENCY (თურქეთი).

 

  პროექტის ხანგრძლივობა  30 თვეა.

 
მნახველთა რაოდენობა: 14650
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.