იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, პროექტი Integrity-ის ფარგლებში, ხელი აკადემიური კეთილსინდისიერების დეკლარაციას მოაწერეს

    საქართველოს თორმეტმა უმაღლესმა სასწავლებელმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის -„აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“(Integrity) ფარგლებში, გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, აკადემიური კეთილსინდისიერების დეკლარაციას მოაწერა ხელი.

     პროექტის ბოლო შეხვედრას, რომელიც 5 ოქტომბერს, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

    პროექტის ფარგლებში შემუშავებული დეკლარაციის ხელმოწერით, ინსტიტუციებმა გამოხატეს მზაობა, უზრუნველყონ აკადემიური კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის დაცვა სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში; საუნივერსიტეტო პრაქტიკაში ანტიპლაგიატის პროგრამების ინტენსიურად დანერგვითა და სპეციალური ტრენინგების ორგანიზებით, ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, მაღალი სანდოობის მქონე სამეცნიერო საზოგადოების ჩამოყალიბებას და სხვა.   

    კონფერენციის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ონლაინ -აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისგან ინოვაციური შეხედულებები აკადემიური პატიოსნების შესახებ მოესმინა და პროექტის ინსტიტუციურ შედეგებს გაცნობოდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6907
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'