იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ონლაინ შეხვედრები, VITAGLOBAL-ის ფარგლებში

 2020 წლის 22 და 23 ივნისს  ონლაინ შეხვედრა, VITAGLOBAL-ის პროექტის ფარგლებში, გაიმართა. შეხვედრის პირველ დღეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული 6 მოდულთან დაკავშირებული არსებული მდგომარეობა განიხილეს. 

    მოდულის ხელმძღვანელებმა პროექტის წევრებს ინფორმაცია მოდულების სამუშაო ვერსიების მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს. პროექტთან დაკავშირებული საკითხების უკეთ შესწავლის და გაანალიზების მიზნით,    სამომავლო შეხვედრებიც დაიგეგმა. 

     შეხვედრის  მეორე დღე  პროექტის  შუალედური ანგარიშისთვის  ფინანსური დოკუმენტაციის მომზადების საკითხს დაეთმო.

     პროექტი VITAGLOBAL  ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტია, რომლის წევრები ევროპის,  ლათინოამერიკის და სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტები არიან. 

 
მნახველთა რაოდენობა: 12937
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'