იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის კონკურსი ცხადდება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისათვის ესპანეთში გასამგზავრებლად კონკურსი ცხადდება. კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი, ,,ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში, ხაენის უნივერსიტეტში, 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრში ისწავლის. პროგრამაში მონაწილეობა ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის ყველა კურსის და მაგისტრატურის საფეხურის I კურსის სტუდენტებს შეუძლიათ. საბუთების მიღება, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან დაიწყება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები.

1. ნიშნების ფურცელი (სასწავლო ბარათის ასლი);

2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

3. CV europass  https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv;

4. განცხადება (განცხადების ფორმა გადაეცემათ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში);

5. სამოტივაციო წერილი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. 20 აპრილი - ინგლისური ენის გამოცდა, დასაწყისი 12 საათზე. 26 აპრილი - გასაუბრება კომისიასთან, რომელშიც უცხოელი სპეციალისტიც არის ჩართული. რეგისტრაციის ბოლო ვადაა, მიმდინარე წლის 18 აპრილი.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 5290
 
 
 
 
2024 მაისი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.