28 მარტს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის დაბადების საიუბილეო 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იაკობ გოგრებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჟურნალი ,,ანეულის" ორგანიზებით, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ: პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, პროფესორი ნინო კოჭლოშვილი, ასოც. პროფესორი ნინო გოგიაშვილი, ასოც. პროფ. ელენე ფილაშვილი, ასისტენტ პროფესორი შორენა წიგნაძე.
კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ: ამერიკის, ესპანეთის, პოლონეთის, შვეიცარიის და ბულგარეთის უნივერსიტეტების პროფესორები.
კონფერენციის მოხსენებები შრომების კრებულში დაიბეჭდება.