იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ცხადდება კონკურსი სასწავლო პროგრამაზე ,,ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში''

ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამაზე: ,,ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში''. სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეებს შესძინოს პრაქტიკული ცოდნა კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების გამოყენებით ისეთი თემები, როგორიცაა:

·         ბიზნეს - კანონმდებლობა (კანონი მეწარმეთა შესახებ) (3 სთ);

·         ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (60 სთ);

·         საგადასახადო კანონმდებლობა (48 სთ);

·         ფინანსური მოდელირება ექსელში (14 სთ).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე:

https://mofacademy.ge/ka/News/Article/finansebismartvisprincipebikerdzosektorshi

საკონტაქტო პირი: მარიამ ვარდოშვილი

ტელ: 558 376 051

ელ-ფოსტა: m.vardoshvili@mof.ge



 

 
მნახველთა რაოდენობა: 3199