იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XX (76-ე) სამეცნიერო კონფერენცია

19 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XX (76-ე) სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

     კონფერენცია თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ  გელდიაშვილმა,  გახსნა.  რექტორის მოადგილემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი  წლის  სამეცნიერო მუშაობის შედეგები შეაჯამა.  ნუნუ გელდიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, თესაუს პროფესორებმა და დოქტორანტებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, რისი   დადასტურებაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან  მიღებული  არაერთი უმაღლესი, კარგი და დამაკმაყოფილებელი შეფასებაა.  

      რექტორის მოადგილემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის სამეცნიერო კრებულზეც ისაუბრა, რომელშიც თესაუს პროფესორების და უცხოელი პარტნიორების 50-მდე მოხსენება შევიდა. როგორც ნუნუ გელდიაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობა და ამ მიმართულებით უკვე გადადგმული, წარამატებული ნაბიჯები.

     პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XX (76-ე) სამეცნიერო  კონფერენციიის მუშაობა  სექციებში  გაგრძელდა.  ლიტერატურის, ისტორიის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, აგრარული, საბუნებისმეტყველო და სხვა მიმართულებების, 9 სექციაში მუშაობის შედეგები სექციების ხელმძღვანელებმა შეაჯამეს. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 1364
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.