იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონფერენცია-,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით, 2018 წლის 14 აპრილს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე, პროფესიულ სასწავლებლებსაც.

     ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ  მეხუთე სტრატეგიული  მიზნის ერთ-ერთი სპეციფიკური ამოცანის შესრულებას:

 5.1. სტრატეგიაში განსაზღვრული პრიორიტეტული პროდუქტებისა და ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით  ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა.

   აღნიშნული ამოცანის ქვეშ შეიძლება გავაერთიანოთ  ისეთი ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება, როგორიცაა, მაგალითად, ღვინის ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, MICE ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, კულინარიული ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი, გამაჯანსაღებელი ტურიზმი და სხვა. უპირატესობა მიენიჭება საქართველოში ინოვაციურ ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებულ თემებს.

   ნაშრომში წარმოდგენილი იდეები აისახება ტურიზმის სამოქმედო გეგმაში და განხორციელდება საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025 წ.

    კონფერენციის მიზანია,  ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.

13 მარტი – თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.
16 მარტი - მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.
29 მარტი - ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.
6 აპრილი - შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.

14 აპრილი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.

კონფერენცია ჩატარდება ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში.

 

დასწრება მოხდება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1378
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.