იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2024 წლის 27-28 სექტემბერს ატარებს V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”

სსიპ-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა №1, ტელ.: 0350 272401,

ელ. ფოსტა:info@tesau.edu.ge

 

საინფორმაციო წერილი

 

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2024  წლის  

27-28 სექტემბერს ატარებს  V  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას  ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა

ძვირფასო კოლეგებო!

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, მაგისტრებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს, საჯარო სკოლების პედაგოგებს,  სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებს, დამოუკიდებელ მკვლევარებს, დაიტერესებულ პირებს რომელთა თეზისიც დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს.

მოხსენების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და თანაავტორობით. საკონფერენციო მოხსენებები გამოქვეყნდება ელექტრონულად კონფერენციის შემდეგ. კონფერენციაში შესაძლებელია ორი სტატუსით მონაწილეობა: მომხსენებლის და მსმენელის. დაინტერესებულ პირებს, ვისაც არ სურს კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება, შეუძლიათ ღონისძიებაზე მსმენელის სტატუსით დასწრება.

წელს კონფერენციაში გთავაზობთ სიახლეებს. მოწვეული საპატიო სტუმრები ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ გაგოშიძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), სოციალურ-პოლიტიკურ  მეცნიერებათა დოქტორი მანანა რატიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) გააკეთებენ მოხსენებებს პლენარული სესიებზე.

კონფერენციაზე გთავაზობთ პროფესიული განვითარების 3-საათიან ვორქშოფს ორი მიმართულებით:

„ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების საფეხურზე“, ასოცირებული პროფესორი, შორენა ძამუკაშვილი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავი სახელმწიფო უნვიერსიტეტი) 

ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება განათლებაში“, ასოცირებული პროფესორი, თამარ მიქელაძე, საქართველოს მკვლევართა პროგრამის მონაწილე (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები

კონფერენციის მიზანია აკადემიური სფეროს წარმომადგენლების, მკვლევრების და მასწავლებლების სადისკუსიო სივრცის შექმნა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, არსებული გამოწვევების განხილვა, თანამედროვე ტექნოლოგიების და წამყვანი პრაქტიკის წარმოდგენა, სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა, ინოვაციებზე აქცენტირება და ლიდერობის კულტურის პოპულარიზაცია.

1.      აღზრდისა და სწავლების  თანამედროვე ტექნოლოგიები

2.      ინოვაციები განათლებაში

3.      ადრეული და სკოლამდელი განათლება

4.      ინკლუზიური განათლება

5.      საინფორმაციო ტექნოლოგიები  და ხელოვნური ინტელექტი განათლებაში

6.      განათლებისა და განვითარების  ფსიქოლოგია

7.      განათლების ფილოსოფია

8.      განათლების მენეჯმენტი   

9.      განათლების ისტორია          

10.  ბავშვთა უფლებები

 

კონფერენციის შრომების კრებული რეფერირებადია და ელექტრონულ პუბლიკაციებს მიენიჭება DOI.

კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ  და სექციურ მუშაობას.

კონფერენციის სამუშაო ენები - ქართული და ინგლისური

კონფერენციის რეგლამენტი - მოხსენება 15 წუთი, მსჯელობა 5 წუთი.

საკონფერენციო მოხსენების თეზისი უნდა შეიცავდეს არა უმეტესს 200 სიტყვას. თეზისი უნდა აიტვირთოს Word Doc ან PDF ფორმატში. რეზიუმე უნდა იყოს საკვლევი საკითხის მკაფიო და ლაკონური მიმოხილვა. სასურველია იგი შეიცავდეს კვლევის მიზან, გამოყენებულ მეთოდებ, შედეგებ და ძირითად დასკვნებს. რეზიუმეს დაურთეთ 3-5 საკვანძო სიტყვა - კვლევის ძირითადი თემის წარმოსაჩენად.

 

მნიშვნელოვანი თარიღები

საკონფერენციო მოხსენების თეზისის  გამოსაგზავნად გადადით შემდეგ ბმულზე https://forms.gle/EpbETn1y7uxBaysUA

  • თეზისების მიღების ბოლო ვადა - 10 ივლისი;
  • დასტური კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - 10 აგვისტო; 
  • სარეგისტრაციო თანხის გადახდა - 10 აგვისტო - 10 სექტემბერი;
  • კონფერენციის ღონისძიება - 27-28 სექტემბერი;
  • სრული მოხსენების/ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ოქტომბერი

 

რეგისტრაცია

 

ადგილობრივი

უცხოელი

 

მომხსენებელი - კონფერენციაში მოხსენების პრეზენტაცია და ნაშრომის პუბლიკაცია*

 

100 ლარი

$50

პროფესიული განვითარების ვორქშოფზე დასწრება

 

50 ლარი

-

ვახშამი (ნებაყოფლობითი)

 

70 ლარი

$30

მსმენელი

 

50     ლარი

-

 

*ავტორთა ის შთხში ანი იხდის სარეგისტრაციო  თანხას-  80 ლარს.

**ერთზე მეტი თეზისის გამოგზავნისას, ავტორი თითოეულზე იხდის სარეგისტრაციო თანხას -  70 ლარს

კონფერენციის ჩატარების ადგილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი

კონფერენციის ჩატარების ტექნიკურ დეტალებს გაცნობებთ დამატებით. კონფერენციაში ყველა სახის მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.

საკონფერენციო მოხსენების თეზისის  გამოსაგზავნად გადადით შემდეგ ბმულზე    https://forms.gle/EpbETn1y7uxBaysUA

 

 

პატივისცემით,

ონრეიის აორგაიზო კტეტი,

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის ხელმო უივერსი, განათლების მეცნიერებათა ფკუტეტი:

 

ნინო მოდებაძე -  პროფესორი, ტეტის ანი, 555 452 794

ონაქი:

თამარ მიქელაძე - განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, 555 783 735

ნათია გაბაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, 593 463 660

შორენა ძამუკაშვილი - ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 593 731 217

 

დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვწერეთ edu.conference@tesau.edu.ge

აქართლო, 2200, . თელავი, ქართული უნივერსიტეტის უჩა №1, მე-2 კი, განათლების მეცნიერებათა ფკუტეტის ანატი.

საბანკო რეკვიზიტები

მონაწილეებისათვის საქართველოდან:

სს „თიბისი ბანკში“ კლიენტის ანგარიშზე თანხის ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ჩარიცხვისთვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები

მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი

საბანკო კოდი: TBCBGE 22

მიმღების დასახელება:  ნინო მოდებაძე

ანგარიშსწორების ანგარიში: GE94TB7070145068100056

დანიშნულება: V საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენცია: ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა“

 
მნახველთა რაოდენობა: 7527
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.