იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა მეცნიერთან

2022 წლის 17 ივნისს, 12 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართება სამეცნიერო ფორუმიქართული ენის ამაგდართა საფიხვნო_  შეხვედრა  მეცნიერთან.

საფიხვნოს სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი.

შეხვედრაზე გაიმართება პრეზენტაცია საავტორო წიგნისა,ერეკლეს ეპოსი“.

ფორუმი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში.

შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1857
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.