2026 წლის 22 ივლისს, Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში თანადაფინანსებული YALA (BSB01271) პროექტის მესამე ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილული იყო პროექტის ადმინისტრაციული და სახელშეკრულებო საკითხები, პირველი საანგარიშო პერიოდის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პროგრესი, დაგეგმილი საქმიანობები და შემდგომი სამუშაო ნაბიჯები.
YALA (BSB01271) პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.




