იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტთა სამეცნიერო შრომების საერთაშორისო კონკურსი

       უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია გიწვევთ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების/ნაშრომების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

    კონკურსის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება და  სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა.

    კონკურსის ორგანიზატორი: ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

კონკურსი ტარდება შემდეგ მიმართულებებში:

-         კვების მეცნიერება და ტექნოლოგია  (კვების უსაფრთხოება და ხარისხი, კვების ინდუსტრიის ახალი ტექნოლოგიები, კულინარია და ეროვნული სამზარეულო);

-         ეკონომიკა და ადმინისტრირება;

-         ავტომატიზაცია და რობოსისტემების განვითარება;

-         ინფორმაციული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება;

-         ენერგიის განახლებადი წყაროები და გარემოს დაცვა;

-         გამაგრილებელი მოწყობილობები.

    სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილ უნდა იქნას უკრაინულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.

დამატებითო ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი

 
მნახველთა რაოდენობა: 12025