2018-2019 აკადემიური სასწავლო წლისათვის ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს შვიდ სტიპენდიას სთავაზობს.
ორი სტიპენდია აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. გამოყოფილი სტიპენდიებიდან ოთხი გაიცემა ჩეხურენოვანი პროგრამისათვის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე, ხოლო სამი - ინგლისურენოვან პროგრამაზე მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე.
ჩეხურენოვანი პროგრამისათვის რეკომენდებული სპეციალობები:
მედიცინა (სასურველია ონკოლოგია), ტექნიკური მეცნიერებები, ინჟინერია, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტეოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია, ქიმია.
ინგლისურენოვანი პროგრამისათვის რეკომენდებული სპეციალობები:
ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფორმატიკა, გარემოს დაცვის მეცნიერებები და ელექტროინჟინერია.
დეტალური ინფორმაცია, სტიპენდიისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე:
http://www.mzv.cz/tbilisi/en/culture_and_education/czech_government_offers_scholarships_for2.html