იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი თესაუ-ში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური და კვლევითი პროექტი- ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში“-განხორციელდება.
  პროექტის ბენეფიციარები არიან:  შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17 დეკემბერს, 12 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში (სააქტო დარბაზი) თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA),  თანამონაწილე პარტნიორებთან: CENN და PMC RC-სთან და ევროკავშირთან ერთად ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 13266
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.