ჩუვაშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სასოფლო აკადემია 2016 წლის 20-21 ოქტომბერს ატარებს კონფერენციას თემაზე „სამეცნიერო-საგანმანათლებლო გარემო, როგორც აგროსამრეწველო კომპლექსისა და სოფლის სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველი“.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ქალაქი ჩებოქსარი, ჩუვაშეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია.
საკონფერენციო კრებული განთავსდება РИНЦ-ის ბაზაში (რუსული ციტირების სამეცნიერო ინდექსი).
საკონფერენციო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 სექტემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ თანდართული ფაილი.