იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საზაფხულო სკოლა – რევოლუცია: კონცეფციები და კონტექსტები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებითა და „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით, 2016 წლის 10-დან 21 აგვისტომდე, აბასთუმანში გაიმართება საზაფხულო სკოლა.

 

საზაფხულო სკოლის თემაა: „რევოლუცია: კონცეფციები და კონტექსტები“.

 

სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერები ფილოსოფიის, სოციალური თეორიისა და ისტორიის დარგებში: ვოლფგანგ შიველბუში, ფალკო შმიდერი, გალ ჰერცი, გიორგი მაისურაძე, ლუკა ნახუცრიშვილი და გიორგი ღვინჯილია.

 

მონაწილეობისპირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2016 წლის 25 ივლისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@iliauni.edu.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: „თანამედროვე სამყაროში მიმდინარე რომელ (პოლიტიკურ თუ სხვა) პროცესს განსაზღვრავდით როგორც რევოლუციურს და რა იქნებოდა მისი უმთავრესი ნიშან-თვისებები?

 

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე;

სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.

 

 

სკოლაში ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ და ინგლისურ ენებზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით;

სკოლა მოიცავს სრულ 9 სასწავლო დღეს (შუალედში ერთი საექსკურსიო დღით);

უცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა (შუალედში შესვენების ჩათვლით) იქნება 3 საათი; ქართულენოვანი ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა იქნება 2 საათი.

 

 

საზაფხულო სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ფინანსურ უზრუნველყოფას კი ახორციელებს:

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 
მნახველთა რაოდენობა: 12877