იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
გა ნ ც ხ ა დ ე ბ ა რექტორის არჩევნების შესახებ

  სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 2026 წლის 3 ნოემბრიდან არჩევნებს აცხადებს.

 კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება  2026 წლის 14 დეკემბერს 10:00 საათზე და დასრულდება  2026 წლის  22 დეკემბერს 17:00 საათზე.

კანდიდატების  რეგისტრაცია იწარმოებს 10- დან 17 საათამდე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული, 214-ე ოთახი.

რექტორობის კანდიდატებთან  გასაუბრება  ჩატარდება  2026 წლის 28 დეკემბერს.

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები  ჩატარდება 2026 წლის 31 დეკემბერს.

 რექტორის თანამდებობის არჩევნებში რეგისტრაციისათვის კანდიდატმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  ● განცხადება;

  ● პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

  ● ავტობიოგრაფია ან CV;

  ● დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

  ● ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის შესახებ;

ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“;

  ● რექტორობის კანდიდატის სამოქმედო გეგმა;

  ● 2 ფოტოსურათი  ზომით  3X4;

 
მნახველთა რაოდენობა: 67
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.