იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
მენტორობის პროგრამა დაინტერესებული პირებისათვის!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG)-ის მენტორობის პროგრამაში მონაწილეობას.

მენტორობის პროგრამა EPAG-ის ასოციაცის წევრის, „მენტორის“ მიერ, მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას გაწევას ითვალისწინებს.

ასეთი მიდგომა სტუდენტს პროფესიისადმი სწორი მოლოდინის, პერსონალური განვითარების გეგმის შემუშავებასა და მომავალი კარიერისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.

პროგრამა ითვალისწინებს თვეში საშუალოდ 1- 2 საათიან ერთ შეხვედრას მენტორთან.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის და 2026 წელს პროგრამაში ჩართული მენტორების შესახებ განთავსებულია ვებ გვერდზე:

https://sites.google.com/view/epagmentorshipprogram2026

მოცემული გვერდიდან ასევე შეგიძლათ დარეგისტრირდეთ პროგრამაში სტუდენტის სარეგისტრაციო ფორმის გამოყენებით. აქვე განთავსებულია სხვადასხვა მასალები პროგრამის შესახებ, რომლებიც კარგი გზამკვლევია პროგრამის სარგებლიანობაში გასარკვევად.

პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 3 ნოემბერი.

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) არის არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული 25 გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს.

EPAG-ის მენტორობის პროგრამა 2021 წლიდან არსებობს. პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო საქართველოს ცხრა უნივერსიტეტის 300-ზე მეტმა სტუდენტმა.

EPAG Mentorship Program 2026

 
მნახველთა რაოდენობა: 64
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.