ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი თესაუ-ს აკადემიური პერსონალისთვის:
ქვეყანა: პოლონეთი უნივერსიტეტი: ტარნოვის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი მიმართულება: ინგლისური ფილოლოგია მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე (5 დღე სამუშაო+2 დღე მგზავრობა)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურში (ოთახი N303) უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
• CV;
• ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ;
• სამოტივაციო წერილი.
აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას კომისიის წინაშე.
გასაუბრებაზე აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ პრეზენტაცია განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი.
თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური გისურვებთ წარმატებებს!

