იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
მევენახეობა და მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი
ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი;
აგრონომია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი.
საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 24 აგვისტოდან 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე (საბუთების შემოწმების შემდეგ განცხადებები დანართებთან ერთად გადაიგზავნება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე, შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ბ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4);
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომი დანართთან ერთად /ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ და მათი შესაბამისი ასლები;
დ) სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი;
ვ) მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის საორგანიზაციო გადასახადის - 50 (ლარის) ქვითარი;
მაგისტრატურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა/გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 8-9 სექტემბერს. კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატთა ჩარიცხვა განხორციელდება, თუ ჩასარიცხ კანდიდატთა რაოდენობა იქნება 2 ან მეტი.


