თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის “წარმატების სტრატეგიები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: შემთხვევების ანალიზი პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან” პრეზენტაცია.
პრეზენტაციის თანაავტორები თესაუს პროფესორები არიან.
წიგნი, Visegrad+-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების ტრანსფერი ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“ ფარგლებში მომზადდა.
პროექტს კოორდინირებას უწევს მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში (ჩეხეთი), რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი სტრატეგიული პარტნიორია.
თესაუს პროფესორმა მანანა კევლიშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ლევან შავაძემ პროექტის ფარგლებში ქართული პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად შეისწავლეს საქართველოში არსებული სიტუაცია, მოამზადეს ანალიზი, რის შემდეგაც ჩეხ, პოლონელ და სლოვაკ პროფესორებთან ერთად დაიწყეს მუშაობა წიგნზე.
წიგნში წარმოდგენილია ცენტრალურ ევროპაში ფერმების მიერ სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვების უკვე აპრობირებული საუკეთესო პრაქტიკები კანვას ბიზნეს მოდელის გამოყენებით. მოდელი შექმნილია ფერმის რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის, შემოსავლისა და მოგების სტაბილური წყაროების უზრუნველყოფის მიზნით.
წიგნი გამოცემულია ქართულ, ინგლისურ და სერბულ ენებზე. წიგნის პრეზენტაცია გააკეთა დოქტორმა მაკა კოჭაურმა, რომელმაც წიგნი ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა.
წიგნი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე:
https://frrms.mendelu.cz/wp-content/uploads/2026/05/final-book-GEO-version-online.pdf
https://frrms.mendelu.cz/wp-content/uploads/2026/05/final-book-ENG-version-online.pdf


