იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
განცხადება

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

15 ივლისიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე შემდეგი მიმართულებებით:

1.1. აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

• ბიოლოგიის მიმართულება

პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

• ეკოლოგია, მცენარეთა ბიომრავალფეროვნების მიმართულება

პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

• აგრონომიის (მევენახეობა) მიმართულება

ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

• აგრონომიის მიმართულება

ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

• უალკოჰოლო პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულება

ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

• ალკოჰოლური პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულება

ასოცირებული პროფესორის 2 (ორი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

• ქიმიის მიმართულება

ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

• ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება

ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)

• ინფორმაციული ტექნოლოგიების (პროგრამირება) მიმართულება

ასისტენტ-პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე 4 (ოთხი) წლის ვადით (აფილირებული)


1.2. განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

• ქართული ენის მიმართულება

პროფესორი -1 საშტატო ერთეული, 6 წლით (აფილირებული)

• ქართული ლიტერატურის მიმართულება

პროფესორი -1 საშტატო ერთეული, 6 წლით (აფილირებული)

ასოცირებული პროფესორი -1 საშტატო ერთეული, 6 წლით (აფილირებული)

• ინგლისური ენის მიმართულება

პროფესორი -1 საშტატო ერთეული, 6 წლით (აფილირებული)

• ისტორიის მიმართულებით

პროფესორი -1 საშტატო ერთეული, 6 წლით (აფილირებული)

ასოცირებული პროფესორი -3 საშტატო ერთეული, 6 წლით (აფილირებული)


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

• ავტობიოგრაფია (CV)

• პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

• 2 (ორი) ფოტოსურათი

• სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.


კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები

ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

• მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;

• უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;

• ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9 30.05.2018წ.)

• ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №2 22.01.2018წ.)

(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9 30.05.2018წ.)

• წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);

• სადოქტორო / სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა / პუბლიკაცია იმპაქტ ფაქტორიან (Impact Factor) სამეცნიერო ჟურნალში / მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით / საგანმანათლებლო პროექტში.

დარგის განვითარების კონცეფცია.


ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

• ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.


გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.


• ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და დანართი 1-ის სტრუქტურის შესაბამისად;

• კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.


• კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5).

შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.


• კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება)

დაიწყება: 2026 წლის 17 აგვისტოს, 10:00 საათზე

დასრულდება: 2026 წლის 27 აგვისტოს, 17:00 საათზე


საბუთების მიღება

უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე, №214 ოთახში, შაბათ-კვირის გარდა,

10:00 საათიდან – 17:00 საათამდე.


კონკურსის ჩატარების დღე

2026 წლის 3 სექტემბერი


ვებგვერდი: www.tesau.edu.ge

ელ. ფოსტა: info@tesau.edu.ge

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ #925874 - 14/07/2026

 
მნახველთა რაოდენობა: 39
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.