თუ ხართ ცირკულარული ეკონომიკით დაინტერესებული და გსურთ საკუთარი ხედვები ფართო აუდიტორიას გაუზიაროთ, ეს კონკურსი ზუსტად თქვენთვისაა!
ორგანიზაცია CENN ევროკავშირის დაფინასებით, "ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში" პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს:„ცირკულარული ეკონომიკის სლემი".
კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერული ცოდნისა და სტუდენტური იდეების მხარდაჭერას. ეს არის კრეატიული შეჯიბრი, სადაც მონაწილეები ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებს მოკლე, მიმზიდველ და სახალისო ფორმატში წარადგენენ.
პროექტის ძირითადი ამოცანა მეცნიერული თემების ყველასათვის გასაგებ ენაზე გადაცემა და ახალი ცოდნის აუდიტორიისათვის მარტივი გზით მიწოდებაა.
დეტალებისათვის იხილეთ:

