იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
სოციალური გრანტის მოპოვების მსურველების საყურადღებოდ!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა.

პროგრამა ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2024 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge.

ელექტრონულ პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).

გისურვებთ წარმატებებს!

 
მნახველთა რაოდენობა: 1062
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.