იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტრენინგ- კურსი ერაზმუს+ პროექტის ETHICS ფარგლებში

ერაზმუს+ პროექტის ETHICS ფარგლებში ტრენინგ-კურსის „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“ პილოტირება გაიმართა.

ტრენინგი ჩატარდა ერაზმუს+ პროექტის ETHICS „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” ფარგლებში.

ტრენინგ-კურსი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა გაიარეს.

შეხვედრებს პროექტის ტრენერები, ასოცირებული პროფესორები ნინო კახაშვილი, ლალი ძამუკაშვილი და მოწვეული დოქტორი სოფიო არსენიშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგ-კურსი ერთი კვირის განმავლობაში, 4-დან 11 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და სულ 5 სესიას მოიცავს.

 
მნახველთა რაოდენობა: 185
 
 
 
 
    Loading...