ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი საფრანგეთის რესპუბლიკის ორანჟის მეღვინეობა- მევენახეობის ლიცეუმში ორთვიან პრაქტიკაზე.
მობილობა ითვალისწინებს პრაქტიკას მევენახეობა- მეღვინეობის მიმართულებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
სამოტივაციო წერილი;
ნიშნების ფურცელი;
პასპორტის ასლი და CV.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 27 მარტის 14:00 საათი.
ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური, I კორპუსი, III სართული, ოთახი N303.
გასაუბრება ინგლისურ ენაში ჩატარდება იმავე დღეს, 27 მარტს.