არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს XLV რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიას 2025 წლის ოქტომბერში.
კონფერენცია გაიმართება ქუთაისში (ზუსტი დრო გეცნობებათ მოგვიანებით).
სესიაში მონაწილეობის მსურველმა მოხსენება (და არა მოხსენებათა თეზისები!) უნდა გააგზავნონ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: giglemianilela5@gmail.com
მოხსენებების მიღება 1 ივლისამდე.
მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის: მოხსენების მოცულობა — არაუმეტეს 5 გვერდისა;
გვერდის ფორმატი: – А4; ფონტი – სილფაინი, ზომა 11;
ინტერვალი – 1,5;
ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14;
დამოწმება ტექსტში – ავტორი, გამოცემის წელი და გვერდი მრგვალ ფრჩხილებში: (ა. შანიძე 1953, 75; გ. დეეტერსი 1930, 125);
ბიბლიოგრაფია − სტატიის ბოლოს ანბანზე დაალაგეთ გამოყენებული იტერატურა შემდეგი ნიმუშით:
წიგნის ციტირების დროს: ა. შანიძე 1953 – ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. I. მორფოლოგია, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1953.
გ. დეეტერსი 1930 – G. Deeters, Das khartvelische verbum, Leipzig, 1930. სტატიის ციტირების დროს:
არნ. ჩიქობავა 1940 – არნ. ჩიქობავა, მესამე პირის სუბიექტის უძველესი ნიშანი ქართველურ ენებში: ენიმკის მოამბე, ტ. 5-6, თბილისი, 1940.
გისურვებთ წარმატებებს!