უკრაინის ხარკოვის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებსა და მეცნიერებს იწვევს VI საერთაშორისო სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ კონგრესზე ,,რელევანტურობა და პერსპექტივები“.
კონგრესი ჩატარდება 2025 წლის 28 მარტს ხარკოვში.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2025 წლის 17 მარტამდე უნდა გააგზავნონ საკუთარი ნაშრომების აბსტრაქტები ფორმატირებული მოთხოვნების შესაბამისად, დანართში მითითებული საორგანიზაციო კომიტეტის წევრების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.
კონგრესის თანაპარტნიორია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
დაუსწრებლად მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია QR კოდით.
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.